იარონ...

Sunday, December 5, 2010

hello december I love you!




ძვირფასო დეკემბერო!
დიდხანს გელოდი, შენ ჩემი თვე ხარ ის 31 დღე 365 დღიდან რომელიც მე მეკუთვნის. გელოდი და შენ მოხვედი ვიცოდი არ მიმატოვებდი. იმის რაც ბოლოს გნახე ბევრმა წყალმა ჩაიარა.მე აღარ ვარ ის გოგონა ოცნებებით, რომ ცხოვრობდა და ახალწელს ელოდა ის წარსულს ჩაბარდა ძველი ბედნიერი დღეებიც მიუხედავად იმისა, რომ ბევრიც უბედური იყო, ეხლა ყველაფერი ნაცრისფერია აი თბილისში, რომ კორპუსებია მაგფერი. ბევრი ბავშვი გაახარე ალბათ ,რადგან შენი მოსვლა და დამდეგი შობა–ახალი წელი ერთია. მე კიდევ ვერც სუსხიანი ამინდი, ასაფეთქებლის ხმა რომელსაც ბავშვები საათობით ისვრიან, მანდარინის სუნი და ვერც საახალწლო რეკლამები ვერ მიქმნის განწყობას. იქნებ იმიტომ რომ მაქამდე კიდევ 26 დღე დარჩა ან იქნებ იმიტომ რომ "ტონა" სასწავლი მაქვს სემესტრის ბოლოა და უნდა ვისწავლო. ამდენი საქმე მაქვს მე კიდევ ვზივარ coldplay scientist
ვუსმენ, თუმცა რაც არ უნდა იყოს იცოდე, რომ
მე შენ მიყვარხარ!

Friday, December 3, 2010

კინოში მარტო


ენჯელზე იდო ეს სტატია:"ტეხავს თუ არა კინოში მარტო სიარული?" ჩემი აზრით, არანაირად არ ტეხავს. საერთოდ მიყვარს მარტო სიარული და კინოში კიდევ მივეცემი ფიქრს და ეს უფრო ეშხს მმატებს, მაგრამ მე მაინც მეგობრებთან ერთად დავდივარ რადგან რომ ვიტყვი მივდივარ თქო სხვებიც მოდიან ხოლმე. სხვებს, რომ კითხო რატომ უნდა გეცვას "ბალეტკები" ზამთარში? მე მაცვია ხოლმე თუ არ მცივა, ან რატომ უნდა გაიკეთო სათვალე ზამთარში? ჩემთვის სათვალე აქსესუარია და არაა აუცილებელი აგვისტო იყოს. მოკლედ თემას აღარ გადავუხვევ და გკითხავთ კინოში მარტო სიარული ტეხავს?

Monday, November 29, 2010

"სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების"

საათობით ზიხართ საწერ მაგიდასთან და თავში მაინც არაფერი არ შეგდით?! მაშინ ეს პოსტი თქვენთვის არის!!!
1. განერიდეთ კომპიუტერს, ტელევიზორს, ტელეფონს და საათს! დიახ ნუ უყურებთ საათს თქვენ ჯერ არსად გეჩქარებათ რადგან წინ "ტონა" სასწავლი გაქვთ. დაჯექით განმარტოებულ, მშვიდ გარემოში.
2. არავითარი გადადება გადადებული საქმე ეშმაკის არის! არც ასე "ეზოში ჩავირბენ" ან Facebook-ზე "შევირბენ" და გავაგრძელებ.
3.მეცადინეობის წინ მსუბუქად წაიხემსეთ და ფანჯარა გამოაღეთ (თუ არ ყინავს)
4. დაიწყეთ ზეპირი დავალებიდან შემდეგი საწერს მიუბრუნდით და ა.შ
5. იფიქრეთ თითქოს ეს არც არის სავალდებულო და წარმოიდგინეთ რომ თქვენი ნებით აკეთებთ. ამის შემდეგ თავისუფლად მიუბრუნდებით დანარჩენ საქმეებს. თქვენ ნამდვილად სიამოვნებას იგრძნობთ, როდესაც კითხვაზე "იმეცადინე?" თამამად გასცემთ პასუხს "კი"–ის


ამის შემდეგ არც საშემოდგომოების და კრებების შეგეშინდებათ.

Sunday, October 31, 2010

Halloween "გოგრის მხიარული დღესასწაული"


ჰელოუინი კელტური დღესასწაულია, რომელიც 31 ოქტომბერს აღინიშნება. აშშ–ში ბრიტანეთში ევროპაში და ა.შ საკმაოდ გავრცელებულია. ხალხი სხვადასხვა კოსტიუმებს იცმევს და ერთობა ასევე ბავშვები ქუჩა ქუჩა დაიარებიან ტკბილეულისთვის. სკოლაში ყოველ წელს გვირიგებენ მმკ–ს (მართმადიდებელ მშობელთა კავშირი) მიერ დამზადებელ ბუკლეტებს, სადაც ათასი საზიზღრობა წერია ჰელოუინზე. ჩემი აზრით, ეს სულაც არ არის სატანისტური დღე უბრალოდ ეს ის დღეა როცა რაიმე კოსტიუმს ჩაიცმევ და გაერთობი და არაფერს ცუდს არ გააკეთებ. ან რომ ამბობენ გაცემული ტკბილეული ეშმაკებისთვის არისო არ გამიგონია ეშმაკი კანფეტებს ჭამდეს... ბერიკაობაც ხომ წარმართული რატომ ამას არ გკრალავენ ?! ხალხი ამდენ საზიზღობას აკეთებს და მმკ ამ ჰელოუინს გამოეკიდა. მე ხმამაღლა ვამბობ, რომ ჰელოუინი ჩემთვის არის გართობის და მხიარულების ერთი მიზეზი მეტი არაფერი.

Saturday, October 23, 2010

გაორება

არასოდეს გიფიქრიათ რომ თქვენში ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს. ეს ჩემი მუდმივი საფიქრალია ჩემში მცხოვრები ორივე ადამიანი მეოცნებეა თუმცა სულ სვადასხვა რამეები სურთ პირველი ამბიციურია იზიდავს ბოჰემური ცხოვრება, ლამაზი ნივთები, გართობა და ა.შ მეორე კი სრულიად განსხვავებული მეოცნებე მაგრამ არა მატერიალიზმზე "ღრმა " ადამიანი და მას ისეთი ოცნება აქვს რაც არასდროს არავის არ აუხდება. და მასთან შედარებით ყველა ოცნება რეალურია მაგრამ ის მაინც ოცნებობს ...

შეხედულებაც შემეცვალა ბევრ რამეზე მაგ: ადრე სადმე დიდ მზიან ქალაქში მინდოდა ცხოვრება ზღვიან და ა.შ ახლა კი სადმე ტყეში მყუდრო სახლში ვიცხოვრებდი


არ ვიცი რა ხდება ჩემში... იქნებ ეს ცხოვრების ორი გზაა......

Monday, September 27, 2010

ჯეოსტარი

რუსთავი 2–ზე ჯეოსტარის შესარჩევ ტურებს აშუქებენ, განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონებში ჩაწერილი ნაწყვეტები.

მიდის სავსებით უნიჭო ადამიანი კასტინგზე, ჯერ სიმღერა არ აქვს დაწყებული და უკვე ვხედავთ ჟიურის წევრების"ხოხვას" იატაკზე სიცილისგან. მესმის, რომ ადამიანები ვართ და გვეცინება ,მაგრამ ცხოველებისგან ხომ იმით განვსხვავდებით რომ თავის კონტროლი შეგვიძლია (იმედია). ცირკი ხომ არ არის, სადაც მაყურებელი ჯამბაზს უყურებს და ხალისობს ამიტომაცაა, რომ საქართველოში არაფერი ტარდება უმაღლეს დონეზე.

Wednesday, August 11, 2010

Gossip Girl

დარწმუნებული ვარ ყველას გინახავთ ტელევიზორში ან სადმე სხვაგან ეს სერიალი. სადაც ასახულია მანჰეტენზე მცხოვრებთა გლამურული და სირთულეებით აღვსავსე ცხოვრება რომელსაც ერთი კონფენდენციალური გოგონა სახელად "ჭორიკანა" აშუქებს თავის ვებ გვერდზე. ადრე Music Box-ზე მინდოდა მენახა პირველი სეზონი მაგრამ ვერ ავიტანე იქაური გახმოვანება, ამიტომ ინტერნეტში დავიწყე ყურება და საკმაოდ მომეწონა

რა მომწონს

შინაარსი– ეს არ არის უბრალო ბანალური მდიდრების ცხოვრება აქ ყველაფერი რეალურადაა ნაჩვენები. მეტი არცაა სათქმელი !

ბლერი– ეს განებივრებული და სტერვა გოგონა, რომელსაც შეყვარებულმა საუკეთესო მეგობართან უღალატა, მაგრამ მაინც კარგი მეგობარია და რაც მთავარია მას აქვს საკუთარი სტილი იგი არასოდეს იცვამს შარვალს დამეთანხმებით რომ ძალზედ დახვეწილი.

ჩაკი– მექალთანე ბიჭი რომელმაც ბევრი ამაზრზენი რამ ჩაიდინა თუმცა ხანდახან კეთილ საქმესაც სჩადის მაგრამ იშვიათად!

რა არ მომწონს
ჯენი– ეს გოგონა რომელსაც ძალიან უნდა მაღალი საზოგადოების წევრი გახდეს მაგრამ ამისთვის ბევრ შეცდომას სჩადის.
ბლერის გოგონები–ფინიები! თავად მიხვდებით (იმედია)
დენი– ჯენის ძმა. მისი შეყვარებულია მდიდარი სერენა რომელმაც არ ვიცი რა იპოვა მასში მისი უაზრო მანერების გარდა თუმცა ის კეთილი ბიჭია!
ნეიტი– ბიჭი "თოჯინა" რომელიც შექმნილია რომ გოგოები მოხიბლოს და სადმე დაპატიჟოს.
სერენას ლაპარაკი– უბრალოდ უყურეთ ორიგინალს და დააკვირდით ლაპარაკს მე არ მაღიზიანებს მაგრამ ბევრი ლაპარაკობს მისი პირის აპარატზე თუმცა ეს მისი საქმეა :) თუმცა ხანდახან მომწონს კიდეც:)

Saturday, July 31, 2010

Tuesday, July 20, 2010

ყველაზე საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში


1.ოჯახი– ყველაზე საუკეთესო ჩემს ცხოვრებაშია ის ხალხია რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავ (ხანდახან ვერა) და მიხარია როდესაც ვიცი, რომ მათ ვუყვარვარ ეს ბევრს ნიშნავს!
2.ჩემი ძაღლი– არსება რომელიც ჩემი გაზრდილი და ჩემი ოჯახის წევრია.
3.მეგობრები– მიხარია რომ ეს ადამიანები უბრალოდ ნაცნობები არ არიან და მათთვის რამეს ვნიშნავ
4.კომპიუტერი და ინტერნეტსივრცე– მოკლედ რომ ვთქვათ რაც არასოდეს არ მბეზრდება!

Sunday, July 4, 2010

სიცხე გარეთ, სიცხე შინ



გარეთ "დუღს" და "იწვის" ქვეყანა შენ კიდევ ცალკე იწვი შინაგანად. სიცხე მაქვს საშინელებააა!!! გუშინ მთელი დღე თავს შეუძლოდ ვგრნობდი საღამოს კიდევ მაციებდა ღამე გავიზომე სიცხე და რას ვხედავ.. 38.4 გრადუსი! იმდენი ვიძახე 2 წელიწადია სიცხე არ მქონია თქო რომ მართლა დამემართა თანაც ივლისში :0დედაჩემისთვის არ მითქვამს ჯერ არაა სახლში დაიწყებდა პანიკიორობას :| ახლა სახლში ვზივარ და ვიწვი...

Sunday, June 27, 2010

ქუჩაში რომ "გაგეჩითოთ"


ვისაც რამდენიმე ბლოგი მაინც წაუკითხავს შეხვდებოდა ამდაგვარი ტიპის პოსტებს. მეც არ გავერიყები საზოგადოებას, ასე რომ...

ქუჩაში, რომ დამინახოთ მექნება მუქი, გრძელი გაშლილი თმა თუ ზაფხულია ხშირ შემთხვევაში "კოსა". როგორც ბევრს მეც "ნაუშნიკები" მექნება ყურში გარჭობილი და მუსიკის ხმას გაიგონებთ მაგ: Beatles, Michael Jackson, Paramore, coldplay, "მგზავრები" და ა.შ. სიარულის მანერას რაც შეეხება დეიდაჩემის თქმის არ იყოს ბატივით დავდივარ, მაგრამ მაინც ნორმალურად :) რახან ზაფხულია მეცმევა ჯინსის იუბკა ან რამე ჯინსის ნაწარმი :D ზემოთ მაიკა, ფეხზე კი კეტები. ანუ მაინცდამაინც ჩემი სტილი არ მაქვს.გადაკიდებული მექნება პატარა ნაჭრის შავი ჩანთა რომელიც დიდად არ მჭიდება უბრალოდ ფასონად დამაქვს თუ უბანში შემხვდებით ვიქნები ჩემს ძაღლთან (კოკერსპანიელი) ან ჩემს მსგავს ოდნავ პუტკუნა გოგოსთან ერთად რომელიც ჩემი ყოველდღიური ცხოვრებოს განუყრელი ნაწილია თუ ოდნავ გრილი ამინდია აუცილებლად მეკეთება გრძელი კაშნე

Sunday, June 20, 2010

საფეხბურთო ციებ–ცხელება FIFA world cup 2010



მსოფლიო ჩემპიონატია და მთელი მსოფლიო საფეხბურთო ციებ–ცხელებამ მოიცვა. მახსოვს 4 წლის წინ წინა ჩემპიონატის დრო, არც მაშინ გამეგებოდა არაფერი ფეხბურთის არც ახლა, უბრალოდ ყველა (ჩემი მეგობრები) ბრაზილიას გულშემატკივრობდა და მეც ასე.გერმანიამ კი გაიმარჯვა, მაგრამ ეს სხვა თემაა. ახლაც ასეა უმეტესობა განსაკუთრებით გოგონები გაიძახიან ბრაზილია ბრაზილიაო მაგრამ ბევრს არც გაეგება არაფერი. მე ყველაზე ნეიტრალურ პოზიციას დავიჭერ და უბრალოდ არავის არ "ვუბალეშიკებ". მაკდონალდსშიც შეამჩნევდით საფეხბურთო განწყობას, ამასწინათ როდესაც მე და ჩემი დაქალები იქ ვიჯექით გამუდმებით ტრიალებდა ერთი სიმღერა...


ძალიან მომწონს და კარგ განწყობაზე მაყენებს

Monday, June 14, 2010

უმძიმესი ორშაბათი

ამბობენ, რომ ორშაბათი მძიმე დღეა...
დღეს ორშაბათია და საშინლად დაძაბული დღე მქონდა. წავიდა დეიდაჩემი საზღვარგარეთ რამდენიმე თვით ძალიან დამაკლდება. 12 სთ–ზე გამოცდა მქონდა ფიზიკაში, მანამდე მათემატიკის ცუდი ნიშანი გავიგე და გამოვასწორესავით. სახლში მოვედი და დეიდაჩემი არ დამხვდა სიცარიელე ვიგრძენი საშინელი :( ხვალ ქართულში მაქვს გამოცდა მაგრამ ეგ არაფერი მთავარია მათემატიკაში და ფიზიკაში "გადავრჩე"...
ახლა ვზივარ და ამ პოსტს ვწერ წავედი ვალერიანი დავლიო...

Thursday, June 10, 2010

მე ვიცი 10 რამ შენს შესახებ


1. ინტერნეტში ხარ ეხლა

2. ჩემს ბლოგზე ხარ

3. ამ პოსტს კითხულობ

5. შენ ვერ მიხვდი რომ ამ ტექსტს “4″ აკლია

6. ახლა ამოწმებ აკლია თუ არა…

7. ეხლა იღიმები

8. შენ არ შეგიძლია შენი ენით ყველა კბილზე შეხება…

9. ეხლა ამოწმებ შეგიძლია თუ არა

10. იცი რო ეს ტყუილი იყო ;)

კომენტარები არ დაუშუროთ ვინმემ თუ ნახეთ

Monday, May 24, 2010

ახალი პროექტი თვის წიგნი


წინა პოსტიდან http://annie-friendsblog.blogspot.com/2010/05/blog-post_23.html გაიგებდით რომ ბიბლიოთეკაში დავიწყე სიარული და ეს რა თქმა უნდა იმაზე მეტყველებს რომ წიგნის კითხვას მოვკიდე ხელი თუმცა ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე მხატვრულ ლიტერატურას. და მომივიდა იდეა ბლოგზე განვათავსო "თვის წიგნი" ეს იქნება ამ თვეში წაკითხული რამდენიმე წიგნიდან საუკეთესო და ყოველთვიურად განხილვას დავწერ აბა წავედი შემდეგი პოსტი უნდა დავწერო

Sunday, May 23, 2010

ბიბლიოთეკები საქართველოში


ჩემთვის ეს მეტად "მტკივნეული" თემაა. არ მინახია ისეთი ბიბლიოთეკა რომელიც "დუშაში" მიდის. ეროვნული ბიბლიოთეკა ნამდვილად მდიდარია წიგნებით მაგრამ
1. წიგნის გამოწერას მთელი 40 წუთი სჭირდება
2. სახლში არ გატანენ

ამასწინათ ღმოვაჩინე თბილისის მერიის საკმაოდ კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა რომლის ერთწლიანი აბონიმენტი 3 ლარი ღირს. მაგრამ
1. არანაირი კატალოგი!
2. წიგნების ნაკლებობა
3. მოუხეშო პერსონალი
ყველაზე მეტად იმაზე მეშლება ნერვები რაიმე წიგნი რომ გინდა დაუფიქრებლად რომ მოგახლიან არ გვაქვსო. თან აქეთ როჟებს რომ გიკერავენ თითქოს თავიანთი საქმე არ იყოს :)
მაგრამ მაინც კარგია ბიბლიოთეკიდან წამოღებული წიგნი ფიქრობ ვის ქონდა აქამდე წაღებული რას გრძნობდა და კითხულობ მათ მიერ მონიშნულ ნაწერებს
ძალიან მინდა ისეთი ბიბლიოთეკა სადაც პირდაპირ თაროებთან ავარჩევდი წიგნს ვუსუნებდი შევხედავდი გადავფურცლავდი და წავიკითხავდი ხოლო ბიბლიოთეკარი თავისი მომღიმარი სახით მირჩევდა ამა თუ იმ წიგნს და იქ არ მეტყოდნენ ჯეინ ეარზე სელინჯერზე და ა.შ არ გვაქვსო!!! ეჰ კაია ოცნება

Tuesday, May 18, 2010

შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ ანუ მე ვარ მგზავრი




მგზავრები უკვე 3 წელია რაც არსებობს თავიდან 4 წევრი იყო ახლა 17 გახდნენ. ძალიან მიყვარს თითქოს ძველის და ახალის ნაზავია განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში მე პირადად მომწონს: მე მოვიგონე, შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ, გაიღვიძა ბუნებამ და ისევ გიტირია.
ამასთან არ დავივიწყოთ მათი საუნდტრეკები ფილმ ოცნების ქალაქისთვის

მიყვააააააარს!!!

ყველა გზა ბლოგისკენ მოდის





დავიკარგე და ისევ მოვედი ჩემი ბრალი არ იყო. კომპიუტერი საშინლად "ჭედავდა" მერე კიდევ ინტერნეტი მქონდა გამორთული კომპი ისევ ეგრეა მაგრამ ინტერნეტი კი ჩავრთე. ძალიან მომენატრა აქაურობა თანაც 1 "პასტაიანი" მკითხველი მყავს უკვე რას იზამ ესე შენდება ბლოგი ხო კიდევ ბიბლიოთეკაში დავიწყე სიარული რომ როგორმე თავისუფალი დრო გამეყვანა სანამ აქ ვერ შემოვდიოდი რამდენიმე წიგნის წაკითხვა მოვასწარი შერლოკ ჰოლმსის 3 წიგნი ანა ფრანკის დღიური და ახლა გრაფ მონტე კრისტოს ვკითხულობ. მოკლედ აღარ შეგაწყენთ თავს ჩემი ნაბოდვარით და ამ უაზრო პოსტით შემდეგში უკეთესი იქნება (იმედია)

Monday, April 19, 2010

შეყვარებული მტრედები მოთხრობა "ჩანჩურა" და აუტანელი შიში




დაგაბნიათ სათაურმა? არაუშავს ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნით ყველაფერი იმით დაიწყო რომ დღეს სკოლაში ქართულის გაკვეთილზე ვიჯექი და საშინლად მეძინებოდა ჩემს გვერდით მჯდომმა დაქალმა კი მითხრა ფანჯარაში გაიხედეო გავიხედე და პლეხანოვის ერთერთი ძველ ფანჯარაზე ორი მტრედი იჯდა ისე საყვარლად ეფერებოდნენ ერთმანეთს და ჟღურტულებდნენ მიუხედავად უამინდობის სულ დამავიწყდა გაკვეთილზე რომ ვიჯექიბევრ რამეზე დავფიქრდი მაგალითად როგორ არ ვუფრთილდებით ჩვენი ცხოვრების ასეთ ძვირფას და განუმეორებელ წამებს თუ წუთებს (რადგან ყოველი წუთი რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ხო განუმეორებელია) ჩვენ ადამიანები ვეღარ ვამჩნევთ ჩვენს გარშემო მომხდარ სასწაულებს ვერ ვამჩნევთ იმიტომ რომ ამას ყოველდგე ვხედავთ და არ ვაფასებთ არც ერთმანეთს არ ვაფასებთ ვჩხუბობთ ვბრაზდებით და სამაგიეროს ვუხდით როდესაც ცხოვრება ესეთი ხანმოკლეა და პატიება კიდევ ღვთიური (ეს კიდევ ცალკე თემაა) კლასში მასწავლებელი მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა "ჩანჩურას" ვკითხულობდით ძალიან სევდიანი ნაწარმოებია იქ ისეთი ამბავი მოხდა რომ ძაღლი შემეცოდა არადა ადამიანი იყო შესაცოდი რა ვქნა ეგეთი ვარ მაგრამ შემდეგ ის ძაღლი კლავს ჩანჩურას და შემდგომ ასე უკვე ადამიანი შემეცოდა :( და რაც შეეხება შიშს სკოლის შემდეგ მე და ჩემი დაქალები ძაღლებს ვასეირნებდით ერთად როდესაც მეზობლის აიი ძალიან უუუზარმაზრი ძაღლი გამოვარდა ჩემმა დაქალმა დაქალმა დამალვა მოახერხა მე კიდევ ის ძაღლი ზედ მახტებოდა როდესაც საკუთარი ძაღლი ხელში მეჭირა შველა არსაიდან ჩანდა ძაღლიც არ მშორდებოდა კბენას ცდილობდა ასე გაიწელა კარგა ხანს ბოლოს ისე შემეშინდა ისტერიკაში ჩავვარდი არადა როდესაც რამე გამიხარდება ან გამიკვირდება პირიქით ხმას ვერ ვიღებ. უცებ ჩემი დახმარება ისეთმა ადამიანმა სცადა რომლისგან ნამდვილად არ მოველოდი მაგრამ ძაღლი სრულიად დაუმორჩილებელი გახდა პატრონებიც არსად ჩანდნენ საბოლოოდ ის ძაღლი ერთმა გააგდო მე კიდევ შოკში ვიყავი ცხოვრებაში ასე არ შემშინებია. არა ძაღლს ვეღარ ჩავიყვან მარტო ხომ საერთოდ სანამ მისი "პატრონები" ვერ მიხვდებიან რომ ავმა და ძალიან დიდმა ძაღლმა შეიძლება ვინმე დაგლიჯოს. სახლში რომ მოვედი მაშინ გამახსენდა მაშინ ქართულზე თავიდან ძაღლი შემეცოდა რომელიც ადამიანის კბენას ცდილობდა და ის ადამიანი ახრჩობდა ხოლო შემდეგ პირადად მე და ჩემს ძაღლი დაგვგლიჯა რამის ძაღლმა... მოკლედ რომ ვთქვათ სიკვდილი მინდოდა ისე შემეშინდა

Sunday, April 18, 2010

ცხოვრება მინდა ან არ მინდა


არ გქონიათ შემთხვევა რომ გითქვამთ რატომ დავიბადე? არადა ამის რეალური საბაბი არ გქონიათ ანუ რამე ტრაგედია არ შეგემთხვათ მაგრამ რაიმე ნერვებმომშლელი წვრილმანის გამო ყველაფრის იმედი დაგიკარგავთ და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილხართ სინამდვილეში ეს "წვრილმანებია" ნევროზის მიზეზი რომელიც ნელნელა იბუდებს ჩვენს ფსიქიკაში და ჩვენს ნერვებს "აფუჭებს" ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არასოდეს არ უნდა დაკკარგო ხვალინდელი დღის იმედი მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ თუ ეს უკვე დაკარგულია ან ყველაზე უარესი "ხვალინდელი დღე" უბრალოდ არ არსებობს და ჩვენი ყოფა უაზრო ხდება ძალიან უაზრო ზედმეტად... ყოველი დღე ერთმანეთს გავს და თუ რამე სიახლე ხდება ეგაც ცუდი დრო საშინლად ნელა გადის და მთელი დღე იმის ლოდინში ხარ როდის დაღამდება რომ დაიძინო და რამდენიმე საათით მაინც მოწყდეთ რეალობას. ყველა გეუბნება რომ რაც გაქვთ იმით უნდა დაკმაყოფილდე მაგრამ რა ქნას ადამიანმა თუ ის ბუნებით მინიმალისტობა არ ახასიათებს და მაქსიმალისტია. შეეგუოს რეალობას შეეცადოს რაიმეს შეცვლას ან თავი მოიკლას აქედან პირველი ისედაც თავისით ხდება მეორეს გაკეთება რომ შეგეძლოს დეპრესიაში არ იქნებოდი ხოლო მესამე ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა თან გამოსავალი არ არის. თავის მოკვლა თანაც დიდი ცოდვაა ჩვენ არ გვაქვს უფლება ღმერთის ნაჩუქარი სიცოცხლე უარვყოთ. ხანდახან ნევროზი მწვავდება და პატარა ინციდენტის გამოო შეიძლება ისტერიკაში ჩავარდე ამ დროს კარგია თუ უმნიშვნელო ნივთს გააფუჭებთ ნერვებსაც დაიწყნარებთ და ძარღვებში მომდგარ სისხლსაც. ზემოთ მოყვანილი სიტუაცია თქვენთვის ნაცნობია მოემზადეთ თქვენ ნევროზი გჭირთ. მაგრამ არა ეგრეთწოდებული ლაითი ნევროზი რომელიც ყოველ მეორე თბილისელს სჭირს არა თქვენ სერიოზული ნევროზი გჭირთ მაგრამ მე რა უნდა გირჩიოთ მე თვითონ ნევროზიანი ვარ ერთ რჩევას კი მოგცემდით თუ ბლოგი გაქვთ გადმოანთხიეთ მანდ ყველაფერი როგორც ამას მე ვაკეთებ.

და ბოლოს იფიქრეთ იმაზე რომ შეიძლება ყველაფერი უარესად ყოფილიყო

გამოუსწორებელი ზარმაცი ვარ :|


არა რა გამოუსწორებელი ზარმაცი ვარ. თითქმის ყველაფერი მეზარება იმდენად, რომ მეგობარს ვუღალატე შიძლება უბრალო წვრილმანით მაგრამ მაინც თავს დამნაშავედ ვგრძნობ ალბათ იცით დღეს მსვლელობაა 100 000 თავგანწირული ქართველის მოსახსენიებლად კვირიკე და ივლიტას ტაძართან უნდა შევხვედრილიყავით და მეტეხის ხიდამდე ფეხით გვევლო შემდგომ უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მე–2 დაგვლოცავდა ყველა სკოლიდან მიდიოდნენ ბავშვები ჩემმა დაქალმა მთხოვა გთხოვ წამოდიო მე ვუთხარი დედაჩემს ვკითხავ თქო მაგრამ არ მიკითხავს მოვატყუე არ მიშვებს თქო არადა გამიშვებდა. დღეს დილით კიდევ გალობის ხმა მომესმა და სინდისმა შემაწუხა პირველ რიგში როგორც ქრისტიანი არ მოვიხადე ჩემი ვალი ღმერთისა და იმ თავგანწირული ადამიანების წინაშე მეორე რიგში მოვატყუე ჩემს მეგობარს და ვუღალატე ჩემს თავს. ანიმ (ჩემი მეგობარი) არ იცის ამ ბლოგის არსებობის შესახებ თორემ რომ გაეგო ძალიან ეწყინობოდა შეიძლება წვრილმანია მაგრამ მაინც... და რის გამო ელემენტარული სიზარმაცის გამო. აი ეხლაც უამრავი სამეცადინო მაქვს მე კიდე აქ ვზივარ და ვპოსტავ ბლოგზე რომელსაც არავინ არ კითხულობს...

ბლოგების "ტრადიცია"

ყველას უდევს ბლოგზე და არ მე ვუღალატე "ტრადიციას"



მიყვარს –სიყვარული

ვოცნებობ – ოცნებების ახდენაზე

ვფიქრობ – ათას სისულელეზე

კმაყოფილი ვარ – არაფრით :|

მძულს – ფიზიკა

ვნანობ – არაფერს ბევრი რამე ვისწავლე შეცდომებისგან

მენატრება – ზღვა

მსურს – ტკბილი სახლი

მაღიზიანებს – პატარა მწეველი გოგოები და "ჯაან" ხალხი

ვგრძნობ – ტკივილს

მეშინია –ძვირფასი არსების დაკარგვის

ვიცი – რომ ანი მქვია :ლოლ:

არ ვიცი – ბიჭის შებმა (არც მინდა ყველაფერი თავისით მოდის)

შემიძლია – გაღიმება

არ შემიძლია – პარასკევს მეცადინეობა

ვმეგობრობ –ჩემს მეგობრებთან

ვაპატიებ – თითქმის ყველაფერს თუ მიყვარს

ვტირი – რაზეც მეტირება

ვიცინი – უაზროდ

ვეძებ – "მეორე მეს"

ღირსი ვარ – რისი ღირსიც ვარ

ვკარგავ – ბავშვობას და დროა

მშურს – თავისუფალი თინეიჯერების

ვემალები – რეალობას

ვემტერები – არავის მტრობა არ მსურს

მაინტერესებს – ყველაფერი საინტერესო

არ მაინტერესებს – სწავლა

მახსოვს – განვლილი გზა

მრცხვენია – დაშვებული შეცდომების

უარვყოფ – ადრეულ ასაკში დაქორწინებას

ვავადმყოფობ – როდესაც კომპთან ჯდომის თავი არ მაქვს

ვმალავ – ჩემს ბლოგს ახლობლებისგან

ვინახავ – ყველაფერ კარგს

მწამს –ღმერთის და მომავლის

მიკვირს – ბუნების

მიხარია – როცა დედაჩემი იღიმის

ვჭორაობ – ყველაზე

ვდარდობ – მოსალოდნელზე

ვამაყობ – ჩემი მიღწევებით

ვაკეთებ – შეძლებისდაგვარად ყველაფერს რაც მევალება

ვეფერები – ჩემს ძაღლს

მსიამოვნებს – ურთიერთობა

მესიზმრება – სიზმრები

ვეწევი – ჯანმრთელ ცხოვრების წესს

მწყინს – ბევრი რამ

ვხარჯავ – დროს

ვღალატობ – საკუთარ თავს

ვკამათობ – დედაჩემთან (გულში)

ვუხეშობ – როცა ვბრაზდები

ვუსმენ –მუსიკას

ვყოყმანობ – ხშირად

ვკითხულობ – ბლოგს

ვამზადებ – საშინაო დავალებას (სხვა რა გზაა)

ვუყურებ –რეალობას მაგრამ აქ არ ვარ

ვკლავ – ჩემს ფიქრებს და განცდებს სადღაც შორს

ვაფუჭებ – ფეხსაცმელს და საკუთარ თვალებს (კომპის გადამკიდე)

ვცხოვრობ – ამ სამყაროში

ვცემ – პატივს ვინც პატივსაცემია

ვმღერი – ყველა სიმღერას რაც მომწონს

ვასრულებ – "ძველ" ცხოვრებას

დავდივარ – სკოლაში

ვერიდები – რეალობას

ვთამაშობ – ფერმას ფეისბუქზე

ვიტყუები –როდესაც აუცილებელია

ვგიჟდები – ჩემს კომპზე და ნაყინზე

ვაგროვებ – პოსტებს ჩემს ბლოგზე

ვიხდი –საბანს :ლოლ:

ვეჭვიანობ – იმაზე ვინც მიყვარს

ვკაიფობ – ძალიან მაგრად

ვიზიდავ – წარუმატებლობას და ხანდახან იღბალს

ვილამაზებ –ბლოგს და ცხოვრებას

Be different

იყო განსხვავებული ნიშნავს
1. იყო გამორჩეული შენს გვერდზე მდგომისგან
2. იყო მუდმივად ყურადღების ცენტრში
3. არ იყო "ბრბო"
4. შეინარჩუნო პიროვნული ინდივიდუალობა
......
და... იყო სხვები დასაცინი
არ შემეკამათოთ რომ როდესაც ქუჩაში ოდნავ განსხვავებულ ადამიანს ჩაუვლია არ გაგიფიქრიათ მაინც "ეს ვერ არი" ან რამე ამდაგვარი. იყო ინდივიდუალური ეს ბურებრივია ხოლო იყო განსხვავებული ეს უკვე მიღწევაა ცხოვრებაში წარმოაჩინო შენი "მე" არ ვგულისხმობ მარტო ჩაცმას ან გემოვნებას მუსიკაში და ა.შ. მე ვგულისხმობ განსხვავებულ აზრს. ეს პრობლემა საქართველოში ძალიან აქტუალურია აქ ხომ ყველა ერთმანეთს ბაძავს(ყველა თუ არა ბევრი მაინც) არადა როგორ "ასწორებს" როდესაც ყველა ერთ აზრზეა შენ კიდევ შენს საკუთარ დამოკიდებულებას თამამად გამოხატავ. ამით არ ვამბობ მე რომ განსხვავებული ვარ უბრალოდ მინდა სხვებისგან გამოვირჩეოდე ერთი რამით მხოლოდ ერთი რომ მე მე ვიყო ის ის იყოს შენ კიდევ შენ იყო. რამ შთამაგონა ამ "ბოდიალა" პოსტის დაწერა ამ შუაღამეს აი ამ სურათებმა



Saturday, April 17, 2010

You Make The World Beautiful. LOve !




ცხოვრებაში ბევრჯერ ვყოფილვარ შეყვარებული მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვხვდები რომ იმათგან არცერთი არ იყო ნამდვილი უფრო ბავშვურ გატაცებას თუ აკვიატებას გავდა.ნამდვილი სიყვარული კიდევ ერთხელ მოდის სენივით უკითხავად შეგეყრება და ცხოვრების ბოლომდე არ გტოვებს. გტანჯავს გატირებს მაგრამ ამავედროულად ძალიან ბედნიერს გხდის. მიყვარს როდესაც ქუჩაში შეყვარებულ წყვილებს ვხედავ როგორ საყვარლად უყურებენ ერთმანეთს და როგორ ბედნიერები არიან. შეიძლება იფიქრეთ რომ შეყვარებული ვარ არა?! არა მე არ ვარ შეყვარებული მე თვით სიყვარული მიყვარს მიყვარს როდესაც სიყვარული სუფევს ჩემს გარშემო მოკლედ თავს აღარ შეგაწყენთ და რამდენიმე ფოტოს წარმოგიდგენთ ისე უბრალოდ განწყობისთვის...









julie&julia





ფილმი მოგვითხრობს მდივანზე ჯული პაუელზე – რომელიც ერთი წლის მანძილზე სცდილობს მოამზადოს 524 კერძი რეცეპტების მიხედვით, რომლებიც ჯულია ჩაილდის წიგნში 'როგორ დაეუფლოს ფრანგული სამზარეულოს ხელოვნებას' იყო აღწერილი. მთელ თავის გამარჯვებებს და დამარცხებებს გოგონა ბლოგში აშუქებდა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ვუყურე ამ ფილმს. ერთხელ საყურებლად კარგი ფილმია განსაკუთრებით მოგეწონებათ თუ კულინარიით ან ბლოგინგით ხართ გატაცებული. მე მაგალითად მერილ სტრიპის გამო ვუყურე. რაც ყველაზე საინტერესოა აქ მოთხრობილია სხვადასხვა დროში ცხოვრობდნენ მაგრამ ძალიან გვანან ერთმანეთს

my life is routine... :|



ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით რომელიც სინამდვილეში არაფერი არ არის. ნელნელა ვხვდები რო ჩემს ცხოვრებას აზრი ეკარგება იმიტომ რომ ამ ბოლო დროს იგი მარტო სკოლით და სახლით შემოიფარგლება რა თქმა უნდა ეზოშიც ჩავდივარ მეგობრევი მყავს მაგრამ მაინც... ყველას ვისაც ამას ვეუბნები მიმტკიცებენ ეს იმიტომ არის რომ არსად არ დადიხარო აუ ცეკვაზე და ა.შ. ჩემი დაქალებიც მხოლოდ და მხოლოდ კლასელებით შემოიფარგლება. მაგრამ მაინც მგონია რომ ნამდვილი მეგობარი არ მყავს. რაც შეეხება რამეზე სიარულს არ ვიცი რა მინდა. ხან რა ხან რა ვიცი რომ მალე მომბეზრდება რაზეც არ უნდა შევიდე და გამოსვლა მენდომება. ამასთანავე ის "მგრუზავს" რომ მშობლები ყოველ წუთში მახსენებენ "იმეცადინე" და ა.შ ხოლო სკოლაში მასწავლებლები იმას რომ ყველა სკოლას ვერ დაამთავრებს და გამოვალთ "მუშები" ეს ყველაფერი სიმართლეა მაგრამ რატომ უნდა დააკარგვინო ბავშვს რომელიც ცხოვრებას ეხლა იწყებს ყველაფრის იმედი?! მაგრამ მთავარი ალბათ ის არის რომ ჩემები ზოგრამეში მზღუდავენ მაგალითად გაშვებაში როდესაც ჩემი თანატოლები შაბათკვირას სად აღარ დადიან და ცხოვრებით ტკბებიან. უბრალოდ ცოტა მეტი თავისუფლება მინდა ცოტა :( მეორე სემესტრის ბოლოს კარგი ნიშნები გამომყვა და ამით ვამაყობ მაგრამ ვიცი რომ მესამე სემესტრიდან ავურევრადგან სწავლის თავი არ მაქვს როდესაც გარეთ მზე ანათებს და ცხოვრება დუღს არ შედის უკვე ამ თავში არაფერი და რა ვქნა. სკოლაში კიდე მომაბეზრებელი გაკვეთილება გამდნარი ყველივით იწელება და დასასრული არ უჩანს სტადიონზე გავალთ თუ არა დირექტორი გამოვარდება და დროზე გაკვეთილებზეო გვრეკავს. გუშინ ჩემმა დაქალმა ერთ ბიჭს "დაბრო" მისცა რომელსაც მოსწონდა და ძალიან გამახარა ჩემი დაქალის ამბავმა. კარგია როდესაც შენს გარშემო ადამიანები ბედნიერნი არიან. ხშირად ვფიქრობ ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი იქნებოდა სადმე უფრო განვითარებულ ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი მაგ. ამერიკაში. და მიმაჩნია რომ დროა ჩემებმა შეიგნონ რომ უკვე გავიზარდე!!!

Angus, Thongs and Perfect Snogging


თოთხმეტი წლის ჯორჯია ნიქოლსონი აბეზარა მშობლებთან და სამი წლის დასთან ერთად ცხოვრობს..ჯორჯია ოცნებობს ქერათმიანი იყოს,უფრო პარატა ცხვირი ჰქონდეს და ბოიფრენდი ჰყავდეს..მისი დღიურის წაკითხვისას მაყურებელი სიხარულით,იმედგაცრუებებით,ემოციებით,კურიოზებითა და განცდებით აღსავსე მოზარდთა სამყაროში აღმოჩნდება...


ალბათ ბევრმა იცით ეს ფილმი მაგრამ ძალიან ცოტას გიყვარს ჩემნაირად. დაახლოებით წლინახევრის წინ ვუყურე და შევიყვარე უზომოდ. ვინაიდან ჩემი თავი ვიპოვე ამ გოგოში
წარმოგიდგენთ ფილმის ჩემებურ დახასითებას

ჯორჯია ნიკოლსონი არის ინგლისელი თოთხმეტი წლის თინეიჯერი გოგონა რომელსაც არ მოსწონს თავისი ცხოვრება გრძელი ცხვირი თმა და ნერვებს უშლიანმშობლები (რას ერჩის ნეტავ) იგი ცხოვრობს პატარა ზღვისპირა ქალაქში ყავს სამი საუკეთესო დაქალი მაგრამ მისი ცხოვრება შეიცვლება როდესაც წვეულებაზე ზეთის ხილის კოსტიუმს ჩაიცმევს და ყველას დასაცინი გახდება იგი გადაწყვეტს გაიზარდოს. ეს ყველაფერი იმით დაიწყება რომ მის სკოლაში ლონდონელი ორი ძმა გადმოვლენ ის და მისი დაქალი ჯესი დაიწყებენ ბიჭების დევნას და საბოლოოდ გაიცნობენ მათ მაგრამ არსებობს ერთი დიდი პრობლემა რობის ანუ იმ ბიჭს ჰყავს ქერათმიანი სილიკონის მკერდიანი მსუბუქი ყოფაქცევის შეყვარებული მაგრამ ჯორჯია იმდენს მოახერხებს რომ ბიჭს თავს შეაყვარებს. მოხდება ბევრი გაუგებრობა და კურიოზი ჯორჯია ახალ ზელანდიაში გადასახლებას აპირებს მაგრამ ყველაფერი შეიცვლება მის დაბ. დღეზე რომელზედაც დედამისი და მეგობრები მალულად დიდ წვეულებას მოუწყობენ

მოკლედ უყურეთ ბევრ რამეს გასწავლით ეს ფილმი

უი ხომ ამასწინათ ინტერნეტში წავაწყდი ერთ წიგნს რომლის მიხედვით ეს ფილმია ფილმია გადაღებული confessions of Georgia Nicolson სურათი ზევით დევს 10 ტომია ძალიან მინდა წაკითხვა ამაზონზე მარტო ინგლისირად დევს და საქართველოში ხომ ვერაფერს იშოვი რაა :@

საუნდტრეკები აქვს ძალიან მაგარი ამ ფილმს:
shes so lovely / scouting for girls / 03:44
Girls And Boys In Love / The Rumble Strips / 02:30
The Show / Lenka / 03:58
Naive (live lounge cover of The Kooks) / Lily Allen / 03:51
She's Got You High / Mumm-Ra / 03:25
Who Needs Love? / Razorlight / 03:32
Your Song / Kate Walsh / 04:11
Mad About The Boy / Ava Leigh / 03:25
Young Folks / Peter Bjorn & John / 04:39
Toothpaste Kisses / The Maccabees / 02:44
Sugar Mouse / Oh, Atoms / 04:01
Ever Fallen In Love / Stiff Dylans / 03:01
I Found Out / The Pigeon Detectives / 02:07
In The Morning / The Coral / 02:34
Pull Shapes / The Pipettes / 02:59
Great DJ / The Ting Tings / 03:23
Ultraviolet. / Stiff Dylans / 03:46

Pages

Powered By Blogger

Followers

Blog Archive

ჩემს შესახებ

My photo
თბილისი, Georgia
უბრალოდ ანი ვარ არ ვგავარ სხვას

თავგზააბნეული თინეიჯერის ბლოგი :)

search