იარონ...

Monday, March 15, 2010

წიგნის კითხვა დავიწყე :))






უკვე დიდი ხანია რაც არ დამიპოსტავს არც დრო მქონდა და არც წერის სურვილი. ალხაც გამოცდები მეწყება და ბლოგს მივხედავ ცოტას. მოკლედ ახალი წიგნის კითხვა დავიწყე ალფონს დოდეს კრებულია ორი მოთხრობა შედის "წერილები ჩემი წისქვილიდან" და "ტარტარენ ტარასკონელი" რომელზეც ახლა ვარ. დედაჩემმა მითხრა ეს ადრეულ ბავშვობაში უნდა წაგეკითხაო მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს



პარალელურად კომპიუტერში ვკითხულობ სტივენ მეიერის "ბინდს" რუსულად ამჟამად მეოთხე ნაწილზე ვარ . არა აუცილებლად ბიბლიოთეკაში უნდა წავიდე თორე სახლში არაფერი არ მაქვს მე რომ დამაინტერესოს. (არ მიყვარს გრძელი პოსტების წერას და იმედია არ მიწყენთ:*)

Sunday, March 7, 2010

ლექსიკონი თუ რაღაც მაგდაგვარი


1.შენ-ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი;
2.დედა-ის,ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს;
3.გზა-ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს და მაინც ვეძებ;
4.ჩაი-დილის სიამოვნება;
5.სიყვარული-მატარებელი,რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო;
6.სკოლა-ქვიშის საათი,რომლის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ;
7.მეგობარი-ადამიანი,რომელიც მეუბნება,რომ მარტო არ ვარ;
8.დედამიწა-ბურთი რომელზეც ყველა თამაშობს;
9.სარკე-ვისაც ვუყურებ ყოველ დილით და არასდროს ველაპარაკები;
10. სახლი-ადგილი,სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება;
11. ხალხი-ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიდგენია და სინამდვილეში ცალცალკე ცხოვრობენ;
12. გული-ის ადგილი,რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს;
13.მოთმინება- როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს გიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ;
14.თოვლის პაპა-უკვდავი თოვლის კაცი,
15.პეპლების საჭერი- ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ქონდა არასდროს;
16. მზე-რასაც პირველად ხატავენ ბავშვობაში;
17.თოვლის გუნდა-ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს;
18.ცხოვრება-ის,რასაც ჩემი ყველა უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო;
19.ვიტრინა-ადგილი,სადაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის;
20.სასწაული-ის რაც არასდროს არ ხდება;
21.ღმერთი-ის,ვინც თუ ვთხოვ ყველაფერს მაპატიებს;
22.ლექსიკონი-წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან;

Friday, March 5, 2010

I'm a dreamer


ოცნება.... ბავშვობიდანვე მეოცნებე ვიყავი ბევრიც ამიხდა ბევრიც არა მაგრამ ეგ არ არის მთავარი ჩემი აზრით ოცნება ძალიან მაგარი რამეაა როდესაც შეგიძლეა შენს თავში საკუთარი dreamland მოაწყო. ვერეავინ ვერ დამაჯერებს რომ არაფერზე არ ოცნებობს ვერაა!!! მაგრამ დასაბამიდან ჩემი ყველა ოცნება ან ძალიან არარეალური იყო ან მატერიალური, თუმცა ამ ბოლო დროს ვოცნებობ რაღაც ძალიან რეალურზე თანაც აუხდენელაზე შეიძლება დამცინოთ გამკიცხოთ და გიჟად ჩამთვალოთ მაგრამ მაინც დავწერ რომ ვოცნებობ ერთ ზაფხულს წავიდე სადმე გადაკარგულ ძალიან ლამაზ აგარაკზე წავიყვანო თან ჩემი ძაღლი, ჩავიცვა ჩითის კაბა ვისეირნო ველოსიპედით დავკრიფო ყვავილები და გავაკეთო ის რაც მინდა და ბოლოს კი დავჯდე ეზოში საგანგებოდ დადგმულ საქანელა დივანზე ავიღო სელინჯერის წიგნი "თამაში ჭვავის ყანაში" რომელიც ამდენი ხანია მინდა წაკითხვა. და რაც მთავარია არანაირი ტელეფონი, ინტერნეტი არანაირი რეალობა უბრალოდ ფოტოაპარატი მინდა რომ ჩემი ოცნების ქვეყანა ფირზე ავღბეჭდო. მინდა რომ მთელი დღე საქანელაზე ვიქანაოო და ვიმღერო მერე რა რომ სმენა არ მაქვს მერე რა რომ ბავშვი აღარ ვარ ეს ხომ ოცნებაა და აქ ყველაფერი შეიძლება. მინდა ვიტირო როცა მეტირება ვიცინო როცა მეცინება ამისთვის მაინც არავინ არ გამკიცხავს. მე ხომ ოცნების ქვეყანაში ვიქნები...

I'm a dreamer

annie-friendsblog

"ძერსკობის" ინსტიტუტი საქართველოში

მოკლედ ალბათ შეგიმჩნევიათ ეგრეთწოდებული "ძერსკი ხალხი" რომელიც ყურადღებას "ზმანებით" გარეგნობით და ლაპარაკით იქცევენ საქართველოში ასეთები საოცრად მომრავლდნენ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ისინა სხვა პლანეტიდან არიან უბრალოდ ბევრი ახალგაზრდა (თინეიჯერი) ცდილობს მასეთი გახდეს ანუ ჩაიცვას ბოლო მოდაზე და ერთნაირად ატარონ ერთნაირი აქსესუარები საუბარში გამოიყენონ ერთნაირი ჟარგონები და ა.შ. მაგრამ რატო ავიწყდებათ რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალია და შეიძლება ხალხმა შენი განსხვავებული პიროვნებით დაგიმახსოვროს საერთოდ მათი სტილია ასეთია (სხვათაშორის მეც მომწონს) ტყავის ქურთუკები, "ბუტილკა" შარვლები, კეტები ან უგები და მთავარი შტრიხი რეიბან ვეიფერერები. თუ გინდა რომ იყო "ძერსკი" აუცილებლად უნდა გქონდეს შენი სასტავი და ყველა პატივს გცემდეს ასევე ფრიად მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელებზე ( ფეისბუქი, თვაითერი, ოდნო და სხვა) გყავდეს უამრავი ვიაიპ მეგობარი და ეგრეთწოდებული "ყველაზე საყვარლების" და სხვებს შენი სურათი ედოს. რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს უმეტესობა მათგანი მხიარული მეგობრული (თავის სასტავისთვის) ბუტია და ეგრე ვთქვათ სწერვაა. ჩემი აზრით არსებობს სამი კატეგორიაა პირველი მათგანია ნამდვილი ძერსკები (როგორც ზემოთ ავღნიშნე) მეორე ძალით ძერკები და მესამე ეს ხალხი შეიძლება სრულიად უშუალო იყოს ურთიერთობაში მაგრამ რაღაცია მაინც ძერსკები არიან მაგალითად იმიჯით. რუსულად სიტყვა ძერსკი ნიშნავს აუტანელს. მე არ ვკიცხავ ამ ხალხს და არც ვაძაგებ უბრალოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ .

Thursday, March 4, 2010

შატალო


ალბათ ბევრი თქვენგანი ყოფილა შატალოზე ეს სასკოლო ცხოვრების გარდაუვალო ამბავია. მშობლები და მასწავლებლები წესით უშლიან ამას ბავშვებს მაგრამ ის ავიწყდებათ რომ ოდესღაც ისინიც ბავშვები იყვნენ. რა თქმა უნდა ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს ასევე შატალოსაც...
1. სასურველია თუ რამდენიმე წახვალთ ან მთელი კლასი
2. შეხვედრა "უსაფრთხო" ადგილას უნდა დანიშნოთ სკოლასთან მოშორებით
3. უნდა გაწელოთ დრო ამისთვის ბევრი საშუალებაა კაფეები, სკვერები, გასართობი ცენტრები და ა.შ. შეგიძლიათ მეგობართანაც ახვიდეთ
4. რაც ბევრი ფული მით უკეთესი!
და ბოლოს:
5. გადაადგილების საშუალებად ძალიან კარგია ავტობუსი და მეტრო თუ მოსწავლის ბარათი გაქვთ მითუმეტეს


სულ ეს იყო :)

Wednesday, March 3, 2010

cotaodeni ram chems shesaxeb


ვარ ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგო ჩვეულებრივი სურვილებით პრობლემებით და ასე შემდეგ მოკლედ ბევრი რო აღარ გავაგრძელო ანი მქვია და მაქვს ჩემი ელექტრონული "დღიური" როგორც ბევრ ჩემს თანატოლს მეზარება სწავლა მყავს მეგობრები, მიყვარს მუსიკა, მინდა მეტი თავისუფლება, მიყვარს ჩემი კომპიუტერი და მყავს ძაღლი (სურათის დადება მეზარება) ვუსმენ რაც მომწონს მაგრამ ამ ბოლო დროს "ბითლზს" და მაიკლ ჯექსონს არ მაქვს დასახული მიზანი მაგრამ მინდა ის რასაც მიშლიან (ნუ ეს ჩვეულებრივი ამბავია) მიყვარს სტივენ მეიერის წიგნი ბინდი რომელსაც რუსულად ვკითხულობ და თვალებს ვითხრი :D უი ხო კიდევ ერთთი რამ არ მიყვარს სასვენი ნიშნები ალბათ შეამჩნევდით ამას უკვე

welcome


mokled blogi gavxseni rogorc iqna da shevudeqi saqmes. ar momwons blogis saxeli magram axlis gaxsna mezareba. aq davwer imas risi tqmac minda da rasac vpiqrob axalbeda var am sferoshi da imedia shecdomebs momitevebt sul amis tqma mindoda...

Pages

Powered By Blogger

Followers

ჩემს შესახებ

My photo
თბილისი, Georgia
უბრალოდ ანი ვარ არ ვგავარ სხვას

თავგზააბნეული თინეიჯერის ბლოგი :)

search