
წელს აღდგომა საკმაოდ ადრე 4 აპრილს იყო ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული. ის ყოველთვის გაზაფხულთან არის დაკავშირებული . წელს სააღდგომო არდადეგები არც გვქონია სულ რაღაც ორი დღე გამოგვიყვეს დასასვენებლად მაგრამ ჩემმა "სწავლას მოწყურებულმა" კლასმა ორი კვირა გაცდენები გადაააბა და გაკვეთილებიც არ ტარდებოდა. წითელ პარასკევს ჩვეულებრივად კვერცხები შევღებეთ და პასკები ვიყიდეთ მიყვარს........!!!!! აღდგომის წინა დღეს კიდევ მე და ჩემი დაქალი რომელიც კლასელიცაა და მეზობელიც ჩვენს საერთო დაქალთან წავედით სახლში. სულ ერთად დავდივართ ძალიან მიყვარს ჩემი მეორე მეა :)) სადარბაზოში რომ შევედით და დაქალს რომ ველოდებოდით თავში რაღაცამ მოგვიარა და ცეკვა დავიწყეთ მუსიკის თანხლებით თან ქართული ცეკვა ერთი ბიჭი გაოგნებული გვიყურებდა ლოოლ!!! შემდეგ ნამცხვრების მაღაზიაში გავემართეთ და ვიყიდეთ უუუუგემრიელესი დესერტი. სახლში რომ ავედით ვჭამეთ შემდეგ კი კომპს მივასკდით რა თქმა უნდა ეგაც მოგვბეზრდა და დისკოტეკა მოვაწყეთ გარეთ გასეირნება გვინდოდა მაგრამ ისე წვიმდა რომ რავიი :( საღამოს წამოვედით შემდეგ მე და ანი ეზოში ჩავედით ბოლოს რა თქმა უნდა კომპიუტერთან. აღდგომას სამებაში წავედი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პირველად ვიყავი ძალიან მომეწონა ტრადიციაც არ დავარღვიე და სამების ტაძრის წინ სურათი გადავიღეთ. მოკლედ ესე ჩაიარა :)) მართალია დაგვიანებით მაგრამ მაინც ქრისტე აღსდგა!!!
No comments:
Post a Comment
winaswar madloba komentaristvis