იარონ...

Sunday, March 7, 2010

ლექსიკონი თუ რაღაც მაგდაგვარი


1.შენ-ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი;
2.დედა-ის,ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს;
3.გზა-ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს და მაინც ვეძებ;
4.ჩაი-დილის სიამოვნება;
5.სიყვარული-მატარებელი,რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო;
6.სკოლა-ქვიშის საათი,რომლის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ;
7.მეგობარი-ადამიანი,რომელიც მეუბნება,რომ მარტო არ ვარ;
8.დედამიწა-ბურთი რომელზეც ყველა თამაშობს;
9.სარკე-ვისაც ვუყურებ ყოველ დილით და არასდროს ველაპარაკები;
10. სახლი-ადგილი,სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება;
11. ხალხი-ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიდგენია და სინამდვილეში ცალცალკე ცხოვრობენ;
12. გული-ის ადგილი,რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს;
13.მოთმინება- როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს გიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ;
14.თოვლის პაპა-უკვდავი თოვლის კაცი,
15.პეპლების საჭერი- ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ქონდა არასდროს;
16. მზე-რასაც პირველად ხატავენ ბავშვობაში;
17.თოვლის გუნდა-ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს;
18.ცხოვრება-ის,რასაც ჩემი ყველა უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო;
19.ვიტრინა-ადგილი,სადაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის;
20.სასწაული-ის რაც არასდროს არ ხდება;
21.ღმერთი-ის,ვინც თუ ვთხოვ ყველაფერს მაპატიებს;
22.ლექსიკონი-წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან;

1 comment:

winaswar madloba komentaristvis

Pages

Powered By Blogger

Followers

ჩემს შესახებ

My photo
თბილისი, Georgia
უბრალოდ ანი ვარ არ ვგავარ სხვას

თავგზააბნეული თინეიჯერის ბლოგი :)

search