იარონ...

Friday, March 5, 2010

I'm a dreamer


ოცნება.... ბავშვობიდანვე მეოცნებე ვიყავი ბევრიც ამიხდა ბევრიც არა მაგრამ ეგ არ არის მთავარი ჩემი აზრით ოცნება ძალიან მაგარი რამეაა როდესაც შეგიძლეა შენს თავში საკუთარი dreamland მოაწყო. ვერეავინ ვერ დამაჯერებს რომ არაფერზე არ ოცნებობს ვერაა!!! მაგრამ დასაბამიდან ჩემი ყველა ოცნება ან ძალიან არარეალური იყო ან მატერიალური, თუმცა ამ ბოლო დროს ვოცნებობ რაღაც ძალიან რეალურზე თანაც აუხდენელაზე შეიძლება დამცინოთ გამკიცხოთ და გიჟად ჩამთვალოთ მაგრამ მაინც დავწერ რომ ვოცნებობ ერთ ზაფხულს წავიდე სადმე გადაკარგულ ძალიან ლამაზ აგარაკზე წავიყვანო თან ჩემი ძაღლი, ჩავიცვა ჩითის კაბა ვისეირნო ველოსიპედით დავკრიფო ყვავილები და გავაკეთო ის რაც მინდა და ბოლოს კი დავჯდე ეზოში საგანგებოდ დადგმულ საქანელა დივანზე ავიღო სელინჯერის წიგნი "თამაში ჭვავის ყანაში" რომელიც ამდენი ხანია მინდა წაკითხვა. და რაც მთავარია არანაირი ტელეფონი, ინტერნეტი არანაირი რეალობა უბრალოდ ფოტოაპარატი მინდა რომ ჩემი ოცნების ქვეყანა ფირზე ავღბეჭდო. მინდა რომ მთელი დღე საქანელაზე ვიქანაოო და ვიმღერო მერე რა რომ სმენა არ მაქვს მერე რა რომ ბავშვი აღარ ვარ ეს ხომ ოცნებაა და აქ ყველაფერი შეიძლება. მინდა ვიტირო როცა მეტირება ვიცინო როცა მეცინება ამისთვის მაინც არავინ არ გამკიცხავს. მე ხომ ოცნების ქვეყანაში ვიქნები...

No comments:

Post a Comment

winaswar madloba komentaristvis

Pages

Powered By Blogger

Followers

ჩემს შესახებ

My photo
თბილისი, Georgia
უბრალოდ ანი ვარ არ ვგავარ სხვას

თავგზააბნეული თინეიჯერის ბლოგი :)

search