
1.
შენ-ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი;
2.
დედა-ის,ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს;
3.
გზა-ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს და მაინც ვეძებ;
4.
ჩაი-დილის სიამოვნება;
5.
სიყვარული-მატარებელი,რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო;
6.
სკოლა-ქვიშის საათი,რომლის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ;
7.
მეგობარი-ადამიანი,რომელიც მეუბნება,რომ მარტო არ ვარ;
8.
დედამიწა-ბურთი რომელზეც ყველა თამაშობს;
9
.სარკე-ვისაც ვუყურებ ყოველ დილით და არასდროს ველაპარაკები;
10.
სახლი-ადგილი,სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება;
11.
ხალხი-ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიდგენია და სინამდვილეში ცალცალკე ცხოვრობენ;
12.
გული-ის ადგილი,რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს;
13.
მოთმინება- როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს გიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ;
14.
თოვლის პაპა-უკვდავი თოვლის კაცი,
15.
პეპლების საჭერი- ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ქონდა არასდროს;
16.
მზე-რასაც პირველად ხატავენ ბავშვობაში;
17.
თოვლის გუნდა-ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს;
18.
ცხოვრება-ის,რასაც ჩემი ყველა უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო;
19.
ვიტრინა-ადგილი,სადაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის;
20.
სასწაული-ის რაც არასდროს არ ხდება;
21.
ღმერთი-ის,ვინც თუ ვთხოვ ყველაფერს მაპატიებს;
22.
ლექსიკონი-წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან;