იარონ...
Saturday, April 17, 2010
მიტოვებული ბლოგი და დაკარგული ბლოგერი
თვეზე მეტი გავიდა რაც არ დამიპოსტავს საშინელებაა. ყველაფერი იმით დაიწყო რომ შუაგულ მარტში სემესტრული გამოცდები მქონდა მართალია ყველა კარგად ჩავაბარე მაგრამ იმდენად დავიღალე ამ ყველაფრით რომ არაფრის თავი არ მქონდა. ერთ დღეს გადავწყვიტე ჩემთვის ლამაზი დღე მეჩუქნა რა თქმა უნდა შოპინგი. წავიყვანე დედაჩემი და ორივე გავემართეთ პლეხანოვზე. საერთოდ არ მიყვარს დედაჩემთან ერთად საყიდლებზე სიარული ჩვენი გემოვნება სამოსში არ ემთხვევა ერთმანეთს მაგრამ დეიდაჩემს არ ეცალა და... ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიყიდე უამრავი მაისური არც ვიცი ამდენი დედაჩემმა როგორ მიყიდა რამდენიმე ჯინსის ქვედაბოლო (არადა სულ შარვლებს ვხმარობ) რამდენიმე "საროჩკა" და საგაზაფხულო ქურთუკი. დედაჩემს ბავშვობის მეგობარი შეხვდა და სამივენი გავემართეთ ერთი ძალიან საყვარელი ბარისკენ იქვე მარჯანიშვილზე. საშინლად მშიოდა და კარგად ვჭამე მინდა ავღნიშნო რომ გემრიელი მწვადი ქონდათ რასაც ვერ ვიტყვით ხინკალზე. იქიდან წამოსულმა კომპიუტერს მივუჯექი და ღამის ოთხამდე არც ავმდგარვარ. ვიფიქრე დავპოსტავ თქო მაგრამ დამეზარა საშინლად. ამ პოსტზე გვეყოფა წერა შემდეგში უკვე ჩავლილ აღდგომაზე დავწერ...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Pages
ამ ბლოგებს გირჩევთ
Followers
Blog Archive
-
▼
2010
(37)
-
▼
April
(11)
- შეყვარებული მტრედები მოთხრობა "ჩანჩურა" და აუტანელ...
- ცხოვრება მინდა ან არ მინდა
- გამოუსწორებელი ზარმაცი ვარ :|
- ბლოგების "ტრადიცია"
- Be different
- You Make The World Beautiful. LOve !
- julie&julia
- my life is routine... :|
- Angus, Thongs and Perfect Snogging
- უკვე ჩავლილი მაგრამ საყვარელი აღდგომა
- მიტოვებული ბლოგი და დაკარგული ბლოგერი
-
▼
April
(11)
No comments:
Post a Comment
winaswar madloba komentaristvis