იარონ...
Friday, March 5, 2010
"ძერსკობის" ინსტიტუტი საქართველოში
მოკლედ ალბათ შეგიმჩნევიათ ეგრეთწოდებული "ძერსკი ხალხი" რომელიც ყურადღებას "ზმანებით" გარეგნობით და ლაპარაკით იქცევენ საქართველოში ასეთები საოცრად მომრავლდნენ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ისინა სხვა პლანეტიდან არიან უბრალოდ ბევრი ახალგაზრდა (თინეიჯერი) ცდილობს მასეთი გახდეს ანუ ჩაიცვას ბოლო მოდაზე და ერთნაირად ატარონ ერთნაირი აქსესუარები საუბარში გამოიყენონ ერთნაირი ჟარგონები და ა.შ. მაგრამ რატო ავიწყდებათ რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალია და შეიძლება ხალხმა შენი განსხვავებული პიროვნებით დაგიმახსოვროს საერთოდ მათი სტილია ასეთია (სხვათაშორის მეც მომწონს) ტყავის ქურთუკები, "ბუტილკა" შარვლები, კეტები ან უგები და მთავარი შტრიხი რეიბან ვეიფერერები. თუ გინდა რომ იყო "ძერსკი" აუცილებლად უნდა გქონდეს შენი სასტავი და ყველა პატივს გცემდეს ასევე ფრიად მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელებზე ( ფეისბუქი, თვაითერი, ოდნო და სხვა) გყავდეს უამრავი ვიაიპ მეგობარი და ეგრეთწოდებული "ყველაზე საყვარლების" და სხვებს შენი სურათი ედოს. რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს უმეტესობა მათგანი მხიარული მეგობრული (თავის სასტავისთვის) ბუტია და ეგრე ვთქვათ სწერვაა. ჩემი აზრით არსებობს სამი კატეგორიაა პირველი მათგანია ნამდვილი ძერსკები (როგორც ზემოთ ავღნიშნე) მეორე ძალით ძერკები და მესამე ეს ხალხი შეიძლება სრულიად უშუალო იყოს ურთიერთობაში მაგრამ რაღაცია მაინც ძერსკები არიან მაგალითად იმიჯით. რუსულად სიტყვა ძერსკი ნიშნავს აუტანელს. მე არ ვკიცხავ ამ ხალხს და არც ვაძაგებ უბრალოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ .
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მოდურად ჩაცმა ძერსკობას არ ნიშნავს ჩემი აზრით.ეგ უფრო ადამიანის ქცევით და ხასიათით უნდა ინსაზღვრებოდეს,თორემ ეხლა საშუალება თუ აქვს რა კარად არ უნდა ჩაიცვას?
ReplyDeleteჩაცმა ცალკე თემააა რა თქმა უნდა ისინი ქცევებით გამოირჩევიან მაგრამ სტილი ესეთი აქვთ და მე ამით არ ვამბობ რო მარტო ძერსკები იცმევენ კარგად
ReplyDelete